1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას წიგნის მაღაზიის ყველა წიგნისა და ნივთის ძველ ბინაში გადატანის შესახებ აცნობა. მისი აზრით, მაღაზიაში გამგეობის წევრთა მორიგეობა უნდა დაწესებულიყო, უნდა განეახლებინათ ვაჭრობა და ყველა გაყიდული წიგნი დავთარში ჩაეწერათ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა შემდეგი კრებისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28755 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28755]; წვდომის თარიღი: 2019-08-20