1920 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების წევრმა ვასილ ზაქარეიშვილმა მთავარ გამგეობას შეატყობინა, რომ ადგილობრივი განყოფილება ფაქტობრივად აღარ მოქმედებდა. მათ არჩეული ჰყავდათ გამგეობის ახალი წევრები, მაგრამ მდგომარეობა ვერ გამოსწორდა. ზაქარეიშვილმა მთავარ გამგეობას რჩევა სთხოვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28767 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28767]; წვდომის თარიღი: 2019-09-21