1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების კავკავის განყოფილებამ გამგეობას სკოლისთვის 120 ცალი „დედა ენის“ I ნაწილი სთხოვა, 100 – II ნაწილი, 60 ცალი – „ქართველი მწერლების“ I და 40 – II ნაწილი. გამგეობამ კავკავის განყოფილების თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28778 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28778]; წვდომის თარიღი: 2019-08-23