1922 წლის 13 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქართველ მოღვაწეთა პანთეონის კომისიის წევრებად მოეწვიათ სახელმწიფო უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, მწერალთა კავშირის, ქართველ ექიმთა საზოგადოებისა და ქართველ დრამატურგთა საზოგადოების წარმომადგენლები, პერსონალურად კი – ოლღა სოლოღაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28780 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28780]; წვდომის თარიღი: 2019-08-20