1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე სულეიმან კაიკაციშვილმა გამგეობას მთელი წლისთვის ერთდროული დახმარება 8 მილიონი მანეთი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მისთვის სახელმწიფო ბანკით ყოველთვიურად მილიონი მანეთი გაეგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28827 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28827]; წვდომის თარიღი: 2019-08-20