1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილმა გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, გუნთაიშვილს პირველი ოქტომბრიდან სამი თვის მანძილზე თვეში 2 მილიონი მანეთით დახმარებოდა. სამი თვის შემდეგ კი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვეტდა მისი დახმარების გაგრძელების საქმეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28829 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28829]; წვდომის თარიღი: 2019-08-23