1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნესტორ გელოვანმა გამგეობას რვეულების ყდებისთვის წარწერიანი ქაღალდი სთხოვა, სანაცვლოდ გამგეობას ცალხაზიანი რვეულები შესთავაზა, თითო 3 000 მანეთად. გამგეობამ გელოვანის წინადადება მიიღო და ამ საქმის მოგვარება გრიგოლ ბურჭულაძესა და ვასილ ედილაშვილს მიანდო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28831 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28831]; წვდომის თარიღი: 2019-08-20