ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28837

ფაქტი 28837

1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის გამრთობი საზოგადოების გამგეობის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის თავის ინვენტარიანად გადაცემის შესახებ. საზოგადოებას ბიბლიოთეკის შესახებ მოლაპარაკება ჰქონდა გამართული ქალაქის გამგეობასთან, რის გამოც საკითხი დროებით ღიად დატოვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28837; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .