1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გარეუბნის სათემო ერობის გამგეობის თხოვნა სახალხო ბიბლიოთეკების წიგნებით დახმარების შესახებ. უარი უთხრეს, რადგან, გამგეობის წევრების აზრით, თბილისის სამაზრო ერობას ჰქონდა სამკითხველოების გაძღოლის საშუალება, საზოგადოებას კი მატერიალურად უჭირდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28843 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28843]; წვდომის თარიღი: 2019-09-20