1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილის შემსწორებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელი იყო პავლე მეტრეველი, გამგეობას შესთავაზა, შესწორებული „Русское слово“ 10 000 ცალი დაებეჭდა. გამგეობა კომისიას დაეთანხმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28934 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28934]; წვდომის თარიღი: 2019-08-20