1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქმეთა მმართველის მოწვევის საკითხი დასვეს. მას უნდა ემუშავა საზოგადოების კანცელარიაში, ეხელმძღვანელა საგამომცემლო და კულტურული საქმიანობისთვის, ეწარმოებინა მიწერ-მოწერა, მოეწვია კრებები და სხვ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო კრებისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28948 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28948]; წვდომის თარიღი: 2019-08-20