1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქართველოს ხელოვანთა კავშირის კომიტეტმა საზოგადოების წარმომადგენელი არტურ ლეისტის 40 წლის იუბილეს მოსაწყობად დაგეგმილ საგანგებო კრებაზე მიიწვია. კრება უნდა გამართულიყო იმავე დღის 19 საათზე ხელოვნების სასახლეში (სერგიევის ქუჩა N13-ში).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28950 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28950]; წვდომის თარიღი: 2019-08-20