ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28977

ფაქტი 28977

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის იმ წლის 2 მარტის კრებაზე მომხდარი დარღვევების შესახებ. გამგეობას აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა 2 მარტის კრების უკანონოდ მიჩნევა და ახალი კრების დანიშვნა. ასევე დადგინდა, ეთხოვათ მთავარი გამგეობისთვის ამ საკითხების სასწრაფოდ განხილვა-გადაჭრა, რადგან ამ საქმის გაჭიანურებით გვიანდებოდა მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევაც. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28977; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .