1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ნება დართო ზუგდიდელებს, მიეწვიათ მსახიობი ვლადიმერ-ალექსი მესხიშვილი, იმის მიუხედავად, კანონიერად ჩაითვლებოდა 2 მარტის საზოგადო კრება თუ არა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28979 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28979]; წვდომის თარიღი: 2019-10-21