1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადო კრებაზე თავმჯდომარეობის შესახებ ყოფილა შემდეგი წესი: თუ თავმჯდომარე არ იქნებოდა, თავმჯდომარეობდა მისი ამხანაგი, ხოლო თუ ისიც არ იქნებოდა, მაშინ გამგეობის უხუცესი წევრი. 2 მარტის საზოგადო კრებას კი გამგეობის რიგითი წევრი თავმჯდომარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომას თავმჯდომარის ამხანაგიც ესწრებოდა. მთავარმა გამგეობამ დაავალა ზუგდიდის განყოფილების გამგეობას, ეცნობებინა მისთვის ამ დარღვევის მიზეზი. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28981 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28981]; წვდომის თარიღი: 2019-10-19