1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს თუ დასვენება სურდა და ამ მიზეზით ტოვებდა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობას, მაშინ საზოგადოების წევრებს არ უნდა დაეძალებინათ მისთვის სამსახურში დარჩენა. მათ უნდა აერჩიათ იგი საპატიო თავმჯდომარედ და ფორმალურად მომუშავე თანაშემწის სტატუსი მიენიჭებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29029 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29029]; წვდომის თარიღი: 2019-09-16