ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29046

ფაქტი 29046

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ სთხოვა ზუგდიდის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარებული კრების ოქმის დამტკიცება და ამის შესახებ ზუგდიდელებისთვის ცნობის მიწოდება. ეს აუცილებელი იყო, რადგან ბიბლიოთეკის საქმეებში ადგილობრივი ადმინისტრაცია ჩარეულა და მისი მოღვაწეობა შეუფერხებია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29046; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .