ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29108

ფაქტი 29108

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინეს, წესდების მე-10 მუხლი ჩაესწორებინათ შემდეგი შინაარსით: საზოგადოების კრება პირს ნამდვილ წევრად აირჩევდა ორი დამფუძნებლისა და ოთხი ნამდვილი წევრის წინადადების თანახმად. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29108; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .