1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 3000 წევრზე მეტი არ ჰყავდა. მისი აზრით, გაცილებით მეტი წევრი ეყოლებოდა თუ ხალხს არ შეუქმნიდნენ დაბრკოლებას საზოგადოებაში გაწევრიანებულიყვნენ და განათლების გავრცელებაში მიეღოთ მონაწილეობა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29125 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29125]; წვდომის თარიღი: 2019-09-20