1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მასალის გაძვირებისა სასკოლო სექციას სკოლების შენობები უნდა შეეკეთებინა, რადგან სწავლა მიმდინარეობდა და შენობების მოწესრიგება აუცილებელი იყო. ორი-სამი სკოლის შენობას თუ ვერ შეაკეთებდნენ ერთი მაინც მოეწესრიგებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29140 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29140]; წვდომის თარიღი: 2019-09-16