1922 წლის 28 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ საზოგადოების მუზეუმი საზოგადოების მფლობელობაში დარჩენილიყო, მაგრამ დროებით მოვლა-სარგებლობის უფლებითა და არსებული მომსახურე პერსონალით უნივერსიტეტს გადასცემოდა. თანამშრომლებს ხელფასს საზოგადოება გადაუხდიდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29213 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29213]; წვდომის თარიღი: 2019-08-20