ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29229

ფაქტი 29229

1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ მოღვაწეთა პანთეონის მართვა-გამგებლობის საქმის მომწესრიგებელი კომისიის შედგენილი ინსტრუქცია. ინსტრუქციის მიხედვით, ქართველ მოღვაწეთა სავანის საქმეები სპეციალურად არჩეულ კომიტეტს უნდა ემართა. გამგეობამ კომიტეტის წევრობის კანდიდატებად მოიწვია სახელმწიფო უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, ექიმთა საზოგადოების, ხელოვანთა ცენტრის და სხვ. წარმომადგენლები, სულ 12 კაცი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29229; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .