1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ლი თებერვლიდან თავმჯდომარისთვის თვიურად 8 000 მანეთი დაენიშნათ, მდივნისთვის – 7 000, გამომცემლობის ხელმძღვანელისთვის – 4 500, მუდმივი კორექტორისთვის – 5 400, გადამწერისთვის კი – 3 500 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29237 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29237]; წვდომის თარიღი: 2019-09-21