ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1915 წლის 4 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, იაკობ გოგებაშვილის ნაანდერძევის (17 009 მან. და 78 კაპიკი) 90% გამოეყენებინა მიმდინარე წლის ხარჯებისათვის, ხოლო 10% გადაედო სათადარიგოდ. თანხების გახარჯვას, ანდერძის თანახმად, მას შემდეგ დაიწყებდნენ, როცა დაიდგმებოდა ძეგლი იაკობის საფლავზე და გამოიცემოდა მისი წიგნები ქართულ და რუსულ ენებზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29249 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29249]; წვდომის თარიღი: 2019-09-16