წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის 15 აპრილის კრებაზე თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ყაზბეგმა, თავის მეგობარს, დავით კარიჭაშვილს სთხოვა კრებისთვის გაეცნო შემდეგი ფაქტი:კნეინა ეკატერინე მიხეილის ასულმა ერისთავისამ თავის ქმრის, ნიკოლოზ ერისთავის ხსოვნის აღსანიშნავად, საზოგადოებას შესწირა 10 000 მანეთად ღირებული თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლები სალიტერატურო პრემიის დასაწესებლად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29269 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29269]; წვდომის თარიღი: 2019-09-17