1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში განსახილველად და დასაბეჭდად შესული იყო პეტრე ჭარაიას, დავით კარიჭაშვილის, ნიკოლოზ ხიზანაშვილის, ია კარგარეთელის, დავით ნახუცრიშვილის, ივანე გომელაურისა და სხვათა ნაშრომები. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა, შემდეგ კრებაზე გაეცნოთ თავისი შეხედულება წიგნების დაბეჭდვის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29278 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29278]; წვდომის თარიღი: 2019-09-20