ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29281

ფაქტი 29281

1922 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას სხვიტორში, აკაკის სახლში, იპოლიტე ვართაგავას, გიმნაზიის გამგე პეტრე წერეთლის, მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე ა. ვაშაძისა და ჭიათურის აღმასკომის თავმჯდომარის, ვ. გოგიბერიძის შეკრება სთხოვა. აბდუშელიშვილს სურდა, ისინი ადგილზე გაცნობოდნენ ადგილობრივი მთავრობის წინადადებას აკაკის სახლის შეკეთებისა და იქ ქალთა სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29281; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .