1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად საზოგადო კრების ჩატარებამდე დაეწყოთ მუზეუმში სარევიზიო კომისიის მიერ დასახელებული ნაკლის გამოსწორება. გამგეობის დადგენილებით, დავით კარიჭაშვილს დაევალა წიგნსაცავ-მუზეუმის საქმეთა გაუმჯობესებისა და მოწესრიგების შესახებ მოხსენების მომზადება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29297 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29297]; წვდომის თარიღი: 2019-08-20