1959 წლის 21 ივლისს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სახელმწიფო წიგნის პალატას 1960 წლისათვის განზრახული ჰქონდა „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა და შეახსენა ეცნობებინა რა თემაზე და რა მოცულობის სტატიას მოამზადებდა, რათა დასაბეჭდად გაეთვალისწინებინათ.

წყარო: წიგნის პალატის დირექტორის მოადგილის ა. შანიძის მიმართვა ქრ. შარაშიძისადმი. სთხოვს აცნობოს რა თემაზე მოამზადებს სტატიას „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრისათვის
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2932 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2932]; წვდომის თარიღი: 2019-06-20