1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირველი დეკემბრიდან ბუღალტრის ხელფასი 6 500 000 მანეთი გახდებოდა, საქმისმწარმოებელისა – 4 000 000, ბიბლიოთეკარის – 2 500 000 და ბიბლიოთეკარის თანაშემწისა – 2 200 000 მან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29338 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29338]; წვდომის თარიღი: 2019-06-27