1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისში ახალდაარსებულმა წიგნების გამომცემელმა საზოგადოებამ გამგეობას მოსე ჯანაშვილის შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის ნებართვა სთხოვა. ლექსიკონი ავტორისგან ქშწკგ საზოგადოების გამგეობას ჰქონდა შეძენილი. გამგეობამ წიგნების გამომცემელი საზოგადოების თხოვნა დააკმაყოფილა და ფასზე შეთანხმება ვარლამ ბურჯანაძესა და შალვა გოგებაშვილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29340 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29340]; წვდომის თარიღი: 2019-06-27