1917 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების დამფუძნებელ წინასწარ კრებაზე გადაწყდა, რომ განყოფილება ჯოლოხავების კუთვნილ სახლში განთავსდებოდა. კრებას სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავა თავმჯდომარეობდა.

წყარო: დადგენილება და შუამდგომლობა ზუგდიდის მაზრის სოფელ ფუქში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29368 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29368]; წვდომის თარიღი: 2019-06-27