1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის ერობის გამგეობის თხოვნა სკოლებისთვის საჭირო სათვალსაჩინო ნივთების დამზადებისა და მიწოდების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ერობისთვის ეცნობებინათ, რომ ამ საკითხის შესახებ შესაბამის დაწესებულებებს ზომები უკვე მიღებული ჰქონდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29457 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29457]; წვდომის თარიღი: 2019-06-26