ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29490

ფაქტი 29490

1920 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 24 მაისს თბილისში უნდა გახსნილიყო ყრილობა სალიტერატურო ქართულის შესამუშავებლად. ყრილობაზე დასასწრებად საზოგადოების გამგეობამ დავით კარიჭაშვილის გაგზავნა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29490; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .