ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29516

ფაქტი 29516

1917 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილებას გაუგზავნა დავით კარიჭაშვილის მოხსენების ასლი გამგეობის საქმეთა წარმოების რევიზიის შესახებ და შეუთვალა, გაეთვალისწინებინათ მოხსენებაში არსებული შენიშვნები: შემოსავალ-გასავლის ანგარიში უნდა იწარმოებოდეს მთავარი გამგეობის საქმეთა წარმოების წესის მიხედვით; განყოფილების თავისუფალი თანხა უნდა ინახებოდეს რომელიმე საკრედიტო დაწესებულებაში განყოფილების და არა კერძო პირის სახელზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29516; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .