1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას თხოვნა ვაჟა-ფშაველას ბიბლიოგრაფიის შესადგენად საათში 100 მანეთის მიცემის შესახებ. მისი აზრით, ნაშრომის დასამთავრებლად 28-56 საათი იქნებოდა საჭირო. გამგეობა სახოკიას წინადადებას დაეთანხმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29648 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29648]; წვდომის თარიღი: 2019-09-21