1920 წლის 19 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმის განყოფილების თხოვნა განათლების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ. ბათუმის განყოფილება სამინისტროს მომავალი სასწავლო წლიდან უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის შესანახად თანხის გამოყოფას სთხოვდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29703 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29703]; წვდომის თარიღი: 2019-09-21