1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებასთან დამხმარე სექციები არ არსებობდა. განყოფილების გამგეობას სასკოლო სექციის დაარსება საჭიროდ არ მიაჩნდა, გადაწყვეტილი ჰქონდა სკოლის მეთვალყურეობა ერთ-ერთი წევრისთვის მიენდოთ, რომელსაც მომავალ კრებაზე აირჩევდნენ.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების თელავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მოქმედების შესახებ | 1916-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29715 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29715]; წვდომის თარიღი: 2019-09-20