1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ნინა კანდელაკი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ქარცივაძე, გიორგი მირიანის ძე გურგენიძე, ალექსანდრე იოსების ძე ბერელაშვილი, ივანე ურუშაძე, ლუბა ლომინაძე, გიორგი კონიაშვილი, იოაკიმე ფარნაოზის ძე უშვერიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29779 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29779]; წვდომის თარიღი: 2019-10-23