1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის დამდეგს განყოფილებას ჰქონდა 7 მან. 50 კაპ., 1913 წლის განმავლობაში 1912 წლის საწევროს სახით შემოვიდა 3 მან., 1913 წლის საწევროს სახით – 240 მან., სეირნობებიდან და საღამოებიდან – 150 მან. 88 კაპ., ზუგდიდის ბანკიდან შემოწირულობების სახით – 100 მან., სავაჭრო სახლი აფრიკიანიდან შემოწირულობების სახით – 50 მან., სხვადასხვა პირთაგან შემოწირულობების სახით – 52 მან. 13 კაპ., საამხანგო შემნახველ სალაროში განყოფილების სახელზე იყო 4 მან. 99 კაპ. სულ 1913 წელს განყოფილების ანგარიშზე შემოვიდა 608 მან. 50 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი გიორგი ხერხეულიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29845 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29845]; წვდომის თარიღი: 2019-10-16