ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29858

ფაქტი 29858

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს გამგეობამ სთხოვა მთავარ გამგეობას წიგნების გამოგზავნა ზუგდიდის სამკითხველოსთვის და მიიღო კიდეც მისგან დგებუაძის მიერ შემოწირული 144 ცალი რუსულ-ქართული წიგნი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29858; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .