ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29860

ფაქტი 29860

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის ბოლოსთვის გამგეობამ დაადგინა, გაეხსნა ორი წიგნსაცავ-სამკითხველო: ერთი, ილია ჭავჭავაძის სახელობის – დაბა ხობში და მეორე, არჩილ ჯორჯაძის სახელობის – სოფელ ქვალონში. გამგეობას ამის შესახებ შუამდგომლობა აღუძრავს მთავრობის წინაშე. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29860; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .