1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წლის განმავლობაში ჩატარდა 12 სხდომა. თერთმეტს დაესწრო გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, ათს – კატო კედია, ცხრას – ნიკო ბუკია. შვიდ-შვიდს – სოკრატე კეშილავა და გიორგი ხერხეულიძე, ხუთს – ნიკო ბერიძე, ოთხს – კლიმენტი ლორთქიფანიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29865 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29865]; წვდომის თარიღი: 2019-10-20