1913 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრებმა მისწერეს, რომ 25 მაისს გამართულ სხდომაზე მათ წევრთა შორის სამუშაო გაანაწილეს. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს აქვსენტი ფაღავამ და ნიკოლოზ ბუკიამ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29874 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29874]; წვდომის თარიღი: 2019-10-19