1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლმა გრიგოლ ბურჭულაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ამცნო, რომ მთავარი გამგეობა მხარს უჭერდა დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნას და ამ საკითხთან დაკავშირებით უსათუოდ აღძრავდა შუამდგომლობას პრინცესას წინაშე. ამასთან მთავარი გამგეობის თხოვნა იყო, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ მისთვის პრინცესას ზუგდიდში დაბრუნების შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29875 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29875]; წვდომის თარიღი: 2019-10-21