ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29896

ფაქტი 29896

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში გამგეობამ გაარჩია ხუთი საქმე. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29896; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .