1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29904 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29904]; წვდომის თარიღი: 2019-09-16