1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1916 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ნაშთი იყო 2100 მან., სეირნობიდან, საღამოებიდან და წარმოდგენებიდან შემოვიდა 1427 მან. 12 კაპ., სპეციალური დანიშნულების შემოწირულობის სახით – 20 მან., შენახული ფულის სარგებლის სახით – 212 მან. 95 კაპ. სულ 1916 წლის შემოსავალი შეადგენდა 3871 მანეთსა და 79 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29905 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29905]; წვდომის თარიღი: 2019-09-18