1916 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, ეცნობებინა მისთვის, იყო თუ არა სიახლე დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. გუდაუთის ქართველობამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო: შეეყვანა ბავშვები სხვა სკოლებში თუ ქართული სკოლის გახსნას დალოდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე ზაქარაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29913 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29913]; წვდომის თარიღი: 2019-09-18