1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლაზარე ვასილის ძე ხმალაძის წინადადება თავისი „არითმეტიკული კრებულის“ III ნაწილის გამოცემის შესახებ. ნაშრომის დაბეჭდვა დაწყებული ჰქონდა ქუთათურ გამომცემლობა „მერანს“, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო ბეჭდვა შეაჩერა. გამგეობამ იმავე მიზეზით ნაშრომის გამოცემაზე უარი განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29932 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29932]; წვდომის თარიღი: 2019-09-17